ახალი ამბები

სააპელაციომ იუსტიციის სამინისტროს დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაავალა

9 მარტი, 2017 • 14381
სააპელაციომ იუსტიციის სამინისტროს დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი დაავალდებულა, რომ 2014 წელს დათხოვნილი თანამშრომლები, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურში აღადგინოს და განაცდური ხელფასი აუნაზღაურონ.

ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში საია იცავდა.

“გადაწყვეტილების თანახმად, განთავისუფლებული პირები აღდგებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის მენეჯერისა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. ასევე, დანაშაულის პრევენციის ცენტრს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის. მოსარჩელეები უკანონოდ გაათავისუფლეს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელმა რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში რეორგანიზაციამდელი პოზიციები უწყებაში არ გაუქმებულა,”- აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი