ახალი ამბები

მიტროპოლიტი ანტონი: სინოდის სხდომა იმისთვის ტარდება, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო

9 მარტი, 2017 • 3278
მიტროპოლიტი ანტონი: სინოდის სხდომა იმისთვის ტარდება, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ჟურნალისტების შეკითხვაზე – სჯერა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნისა და ჩანაწერების, აცხადებს:
“როგორ გითხრათ, ქვეყანაში ვისი უნდა დაიჯერო თუ პროკურატურის არ დაიჯერე…. ისეთივე ვერსიები მაქვს, როგორიც ყველა ადამიანს, რომელიც უყურებს და გამოაქვს დასკვნები. იმისათვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისათვის არის სინოდის სხდომა,” – აცხადებს მიტროპოლიყი ანტონი.

დღეს, 9 მარტს საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება, წინასწარ უცნობია რა საკითხები განიხილება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან რეფერნტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ ეს იყო თეთრუაშვილის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელსაც დეკანოზი მამალაძე წამოეგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი