ახალი ამბებისამართალი

მარტვილში ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთი ადამიანი მოკლეს

9 მარტი, 2017 • 2307
მარტვილში ყაჩაღური თავდასხმის დროს ერთი ადამიანი მოკლეს

8 მარტს სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაურში საკუთარ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ორ პირს. თავდასხმის დროს ერთ-ერთი მათგანი მოკლეს, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ანგარებით ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი