ახალი ამბები

10 უპასუხო კითხვა ციანიდის საქმეზე ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ

8 მარტი, 2017 • 3917
10 უპასუხო კითხვა ციანიდის საქმეზე ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ

მთავარი პროკურატურის მხრიდან დღეს ციანიდის საქმეზე გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერი არაერთ კითხვას ბადებს, თუმცა მათზე პასუხები ჯერ უცნობია. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს მხოლოდ აეროპორტში ჩხრეკის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა:

[red_box]ამ ეტაპზე უცნობია პასუხი შემდეგ შეკითხვებზე[/red_box]

[checklist]

  • რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ მოწმე ირაკლი მამალაძისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის 2017 წლის 6 თებერვლის რესტორნის ჩანაწერები დამონტაჟებული ფორმით და არა უწყვეტ რეჟმში, სრული ჩანაწერი?
  • 6 თებერვლის მონაცემებით, პროკურატურის ვერსიის მიხედვით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერ კიდევ ცდილობს ციანიდის შეძენას. ამ დროისთვის მას გამომძიებლები უთვალთვალებენ სასამართლოს ნებართვით. 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე დროის პერიოდში როგორ მოახერხა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, “დაუდგენელი პირისგან” ციანიდის შეძენა, მაშინ როდესაც მამალაძეზე სასამართლოს ნებართვით თვალთავლს უკვე ახორციელებდნენ? როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს და პროკურატურის ცნობით, მისი ჩანთის ჩხრეკისას ციანიდი იპოვეს.
  • ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა ციანიდის შესაძენად საჭირო თანხა და ელოდებოდა. როგორ, რა ვითარებაში და ვისგან მიიღო ეს თანხა?
  • თუ გამოძიება ვერ ადგენს ვისგან და რა ვითარებაში მიიღო თანხა დეკანოზმა, მაშინ საინტერესოა, რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვისთან ჰქონდა გიორგი მამალაძეს კონტაქტი თანხის თაობაზე: “ჰოდა, მაშინ გამოვაგზავნინებ ფულს – 9.11წთ”. “დავურეკავ და ვეტყვი, რომ გამომიზგავნეთ მეთქი [ფული] – 10.29წთ”. 
  • რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას პირზე, რომლისგანაც, ბრალდების მიხედვით, დეკანოზი მამალაძე მანამდე ცდილობდა ციანიდის შეძენას. “გამოძიებით ასევე დგინდება, რომ  ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
  • დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის საუბრის არაერთ ეტაპზე სასულიერო პირი საუბრობს, მრავლობით პირში: “ჩვენ”. რა ინფორმაცია მოიპოვა გამოძიებამ ზემოხსენებული პირების შესახებ, ვისთან და რაზე კონტაქტობდა დეკანოზი იმ პერიოდში?:
    • რამდენად შესაძლებელია ვთქვათ, ახლა რომ ავიღოთ [ციანიდი]? – 1.14წთ.
    • თუკია შესაძლებელი, სასწრაფოდ გვჭირდება რა ეგა [ციანიდი] – 1.30წთ.
    • პროსტა გადავიხდიდით, მაგრამ… – 2.08წთ.
    • ჰოდა, მაშინ გამოვაგზავნინებ ფულს – 9.11წთ.
    • დავურეკავ და ვეტყვი, რომ გამომიზგავნეთ მეთქი [ფული] – 10.29წთ.
    • ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ – 11.44წთ.
    • ჩვენ ქონება არ გვაწყობს – 11.57წთ.
  • რატომ დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე აეროპორტში მაშინ, როცა მას ჩანთა, რომელშიც შემდეგ ციანიდი იპოვეს უკვე ჩაბარებული ჰქონდა და არა მანამდე?
  • საქმის ერთ-ერთმა მოწმე ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ მან ციანიდის საქმის შესახებ 24 იანვარს შეიტყო, როდესაც ირაკლი მამალაძემ მათ შეატყობინა, რომ “მზადდებოდა მკვლელობა” და მტკიცებულებაც აჩვენა. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ქრონოლოგია 30 იანვრიდან იწყება. რა სახის მტკიცებულება ჰქონდა მოპოვებული ირაკლი მამალაძეს 24 იანვრისთვის?
  • გარდა დეკანოზის განცხადებებისა, რომ ‘შორენა დასაბრედია” და “მარილზე უშვებენ” აქვს თუ არა სხვა მტკიცებულება, რომ დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მდივან რეფერანტის მკვლელობას ამზადებდა.

[/checklist]

ასევე უცნობია, რა პასუხი აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და რას გულისხმობს იგი 09:32 წუთზე მოცემულ ჩანაწერში?

  • ირაკლი მამალაძე: მთავარია შაქრით ან ტკბილეულით არ განეიტრალდეს
  • დეკანოზი: ეგ ვიცი, რომ შაქრით ნეიტრალდება
  • ირაკლი მამალაძე: ჰო, ბევრ შაქარს თუ ჭამს ტკბილს ან ეგრევე
  • დეკანოზი: ეგ ვინც არის მე მგონი ის საერთოდ არ ჭამს ტკიბილს ერიდება რა მაქსიმალურად
  • ირაკლი მამალაძე: სამი ათასი დოლარი და ხელი-ხელში და ეგ ჭიქაში არ რჩება?
  • დეკანოზი: რა ვიცი, მე არ მკიდია, დარჩეს მერე. ვინ დაადგენს რომ?
  • ირაკლი მამალაძე: ვერც ვერავინ ვერ დაადგენს მაგას.
  • დეკანოზი: ექსპერტიზა, ვითომ?

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ დღეს, 8 მარტს გაასაჯაროვა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი