ახალი ამბები

9 მარტი – ანონსი

8 მარტი, 2017 • 1862
9 მარტი – ანონსი

გთავაზობთ, 9 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით გაიმართება C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა. მისამართი: ქ.თბილისი, მ. ასათიანის ქ#9


11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Frontline Georgia-ში გამართავს კვლევის – ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ -პრეზენტაციას.


11:30 – პარლამენტის ბიუროს სხდომა


12:00 – საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომა


12:00 – პარლამენტის პლენარული სხდომა


12:00 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართება საჯარო სხდომა, სადაც კომისია იმსჯელებს შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისათვის” მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენისა და  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის” ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე.  მისამართი: ა.მიცკევიჩის N19.


12:00 – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ბრიფინგს გამართავენ. თემა: ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისმნიშვნელობა და ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა. მისამართი: სოფიკო ჭიაურელის N13, თბილისი.


13:00 – გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა. თემა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი. შეხვედრის ადგილი თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო. საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი (591 77 98 98)


14:00 – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმის – „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი