ახალი ამბები

სიძემ სადგისის გამოყენებით სიდედრი მოკლა

30 ნოემბერი, 2012 • 1060
სიძემ სადგისის გამოყენებით სიდედრი მოკლა

შსს–ს ინფორმაციით, 1998 წლის 21 თებერვალს ნასვამ  მდგომარეობაში მყოფმა ელგუჯა კ.-მ  ურთიერთშელაპარაკებისას  სადგისის გამოყენებით სიდედრი 1928 წელს დაბადებული  ნაზი ჯახუა მოკლა. შემდეგ მეუღლის, 1973 წელს დაბადებული  მაია კ.-ს დახმარებით, ლეიბის პირში გახვეული  გვამი თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩამარხა და კვალის დასაფარად აღნიშნულ ადგილზე სველი წერტილი გააკეთა.

“დაკავებამდე ელგუჯა კ. თავს არიდებდა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას შემდგომში მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და დანაშაულში მხილების თავიდან აცილების მიზნით. დაკავებისას მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ნანა ჯახუას გვამის ზუსტი ადგილსამყოფელი მიუთითა”, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

საქმე სსსკ 108-ე მუხლით აღიძრა, ჩადენილი დანაშაული 10- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი