ახალი ამბები

სტეპანიანი: ხელისუფლება არ არის მზად რელიგიური კონფლიქტების მოსაგვარებლად

30 ნოემბერი, 2012 • • 1762
სტეპანიანი: ხელისუფლება არ არის მზად რელიგიური კონფლიქტების მოსაგვარებლად

ნიგვზიანში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში სოფლის ქრისტიანმა მოსახლეობამ ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაში ხელი შეუშალა. 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომლებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ისინი ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას.

 

“ჩვენ ვთქვით, რომ ნიგვზიანის შემდეგ დიდი ალბათობით იქნებოდა მსგავსი შემთხვევევი, ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოება არ არის ტოლერანტული, როგორც მინიმუმ ამ ჭრილში. მეორე დიდი პრობლემა ისაა, რომ წინასაარჩვენო რიტორიკა იყო მკაფიოდ ანტიმუსლიმური, აჭარაში, მაგალითად. როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პრობლემები გადაწყვიტოს დემოკრატიულ რეჟიმში, ალბათ იმიტომ, რომ საექსპერტო გამოცდილება აკლიათ. გარდა ამისა, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც არატოლერანტულად უყურებენ ამ საკითხს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს სიტუაცია განვითარდეს, როგორც მინიმუმ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის”,-აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.

 

კითხვაზე, თუ რა გზით შეიძლება პრობლემების მოგვარება მისი ხედვით, სტეპანიანი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ასახელებს. მისი თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია ირიბი გზებით აქეზებს რელიგიურ დაპირისპირებას. გარდა ამისა, სტეპანიანი ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საჭიროა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემას გრძელვადიან რეჟიმში მოაგვარებს:

 

“ხელოვნურად ეს ვერ გამოვა ძალიან მკაფიო ხელის ქნევებით, პირველი, ხელისუფლება თვითონ უნდა გახდეს ტოლერანტული, წინა ხელისუფლება ამ პრობლემებს აგვარებდა მკაფიო კონტროლით და არ უყურებდა ხანგრძილვ პერსპექტივაში, როგორ უნდა მოგვარებულიუო ეს პრობლემა. ყველაფერი იყო მხოლოდ კონტროლზე და არა იმაზე, რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი საბოლოოდ. ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ხანგრძლივი ხედვა, როგორ უნდა მოგვაროს ეს პრობლემა. ძალიან სერიოზული სამუშაო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სამწუხაროდ, არის ეკლესიაში ჯგუფი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი რელიგიური უმცირესობის მიმართ. შეიძლება პირდაპირ არ აქეზებენ, მაგრამ ირიბად ეს ასე ხდება და ეს უნდა გავაჩეროთ, ირიბი აგიტაცია”,-აცხადებს არნოლდ სტეპანიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი