ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა, “რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა”

30 ნოემბერი, 2012 • • 1019
მრგვალი მაგიდა, “რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა”

მრგვალი მაგიდა, “რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა” დღეს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განიხილეს საქართველოში რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბების შესაძლო პარამეტრები.

მრგვალ მაგიდას დღეს პარლამენტარები- გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ევროკავშირის ელჩი საქასრთველოში ფილიპ დიმიტროვი და სხვები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის შემდეგ გაიმართა ღია მსჯელობა საქართველოში მომუშავე ძირითად საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს შორის. რეგიონული პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე დებატები ხელს შეუწყობს იმის გაგებას, თუ რა როლი უნდა შეასრულონ თანამშრომლობის სააგენტოებმა საქართველოში რეგიონული პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში.

“საქართველოში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა” არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დაბალანსებული
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რეგიონული განვითარების ექსპერტები დაეხმარებიან საქართველოს დაწესებულებების, კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ სექტორისათვის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და უზრუნველყოფენ რჩევებს რეგიონული ფონდების სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.2 მილიონი ევროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი