ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მთავრობა ყოველთვის იყო ძალიან სუფთა

30 ნოემბერი, 2012 • • 1112
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მთავრობა ყოველთვის იყო ძალიან სუფთა

მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ საალაშვილი/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

“ვერავინ ვერ თქვა, რომ სახლები და ვილები აიშენეს, თუ რა თქმა უნდა. ბოლომდე არ აიღეს სინდისზე ხელი. ნამდვილად ამის დამტკიცება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა. ჩემი მთავრობა ყოველთვის იყო ძალიან სუფთა, ამაზე  შემიძლია თავი დავდო, ეს იცის მთელმა მსოფლიომ და ვისაც არ უნდა დანახვა, ისიც დაინხავს. თითქმის 11- ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი ციდან ჩამოვარდა? გგონიათ მხოლოდ დრომ მოიტანა? თუ დრომ მოიტანა, დროვე წაიღებს მაშინ, ასე რომ, მგონია, სიმართლე გაიმარჯვებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში არაფერი დაიკარგება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დანაშაულის და კორუფციის დონე მკვეთრად იზრდება:” ევროკავშირის მონაცემებით, ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა. ახლა როცა იჭერენ ჩვენს თაამებრძოლებს და ბრალდებას უყენებენ, ვერავინ ვერ წაუყენა მათ ბრალდება, რომ სახლში წაიღეს რამე. სიმართლე გაირკვევა და სამართლიანობა ჭამს პურს. სინამდვილეში ყველაფერი გაირკვევა და არაფერი არ დაიმალება და ამაში ვარ   დარწმუნებული”.

 

პრეზიდენტმა, ყვარელში პალერმოს მერს უმასპინძლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი