ახალი ამბები

სამართალდამცავებმა უკანონო იარაღი ამოიღეს

30 ნოემბერი, 2012 • • 911
სამართალდამცავებმა უკანონო იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდის ცნობით, სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტი გამოავლინა.

სამინისტრო არ აკონკრეტებს ბრალდებულ პირს და მას ინიციალებით მოიხსენიებს. საუბარია სოფელ დვანში მცხოვრებ არჩილ ა-ზე, რომლის საცხოვრებელი ბინიდანაც შსს-ს ინფორმაციით, ამოიღეს: 1960 წელს გამოშვებული „აკმ”-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი #”პიუ-2615″, 22 ცალი მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭიდი და 210 ცალი ავტომატის ვაზნა.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით: “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი