ახალი ამბები

ნოდარ ხადური: დაუბეგრავი მინიმუმით ბიუჯეტს 160 მილიონი ლარი დააკლდება

30 ნოემბერი, 2012 • • 1030
ნოდარ ხადური: დაუბეგრავი მინიმუმით ბიუჯეტს 160 მილიონი ლარი დააკლდება

„ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი, ის ხელზე იღებს ყოველვიურად 400 ლარს. 500 ლარის 20 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით. წლის ბოლოს ბიუჯეტი ამ ადამიანს 360 ლარს დაუბრუნებს ე.წ. მე–13 ხელფასის სახით,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

მისი თქმით, ეს იქნება დაუბეგრავი მინიმუმი თვეში 150 ლარი, მისი 20 პროცენტი არის 30 ლარი,  12 თვეში 30 ლარი კი 360 ლარს უტოლდება.

 

“უხეშად რომ ვთქვათ, პეადგოგი, რომლის ხელფასიც არის 300 ლარი, ის წლის ბოლოს კიდევ აიღებს 360 ლარს. მაგრამ ეს არ შეეხებათ მაღალშემოსავლიან ადამიანებს,” –განაცხადა ხადურმა.

 

ფინანსთა მინისტრის გათვლებით, ეს არის დაახლოებით 160 მილიონი ლარი, რომელიც შეიძლება დააკლდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს: “მაგრამ ხელისუფლება მზად არის ქამრები შემოიჭიროს”.

 

ხადურის შეფასებით, ეს შეღავათი, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, კარგი ფიანანსური დახმარება იქნება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი