ახალი ამბები

ნოდარ ხადური: 1 სექტემბრიდან პენსია 150 ლარი გახდება

30 ნოემბერი, 2012 • • 984
ნოდარ ხადური: 1 სექტემბრიდან  პენსია 150 ლარი გახდება

“ჩვენ  შევასრულებთ დაპირებას, რომ დღეს არსებულ საარსებო მუნიმუმს პენსია მივუახლოვოთ, ეს მოხდება 1 სექტრემბრიდან.  1 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებს ასაკით პენსიონერებს ექნებათ 150 ლარის მოცულობის პენსია. ამავე დროს გაიზრდება სხვა გასაცემლები, რომლებიც მიბმულია პენსიასთან. გაიზრდება სოციალური დახმარებები სოცილაურად შეჭირვებული ადამიანებისათვის,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

მინისტრის ინფორმაციით, პენსია საქართველოში არის დიფერენცირებული ასაკის გამო:

 

“65-დან 67 წლამდე ასაკით პენსიონერები იღებენ 110 ლარს, ხოლო 125 ლარს იღებენ 67 წლის ზემოთ ასაკის პენსიონერები. ეს არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომელიც  წინა ხელისუფლებამ მიიღო. პენსია შეიძლება დიფერენცირებული იყოს არა ასაკის გამო, არამედ სხვა მიმართულებებით, მაგალითად, სტაჟის, დამსახურების მიხედვით.”

 

ხადურის განცხადებით, მთავრობა საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე იწყებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი