ახალი ამბები

ანონსი – 8 მარტი

7 მარტი, 2017 • 1705
ანონსი – 8 მარტი

გთავაზობთ 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

10:30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგიალიბეგაშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელ  ქალბატონებს  8 მარტს მიულოცავს.  მის: თავისუფლების N 2

11:00 საათზე სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში” იგეგმება ქალთა ორგანიზაციების სამუშაოშეხვედრა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იგეგმება როგორც მიმართვის/მანიფესტის განხილვა-გავრცელება, ასევესამომავლო სამოქმედეო გეგმებზე შეჯერება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთანმიმართებაში. 

2:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და   საქართველოს პარლამენტის ამავე  რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკის ინიციატივით, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, „ქალთა კვირეულის“ ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება.  მისამართი: ჩუღურეთის რაიონი, აღმაშენებლის გამზირი #73. „ილიას ბაღი“.

11:00 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე; მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი; ლტოლვილთა ბანაკები საქართველოში.
მის: ივანე მაჩაბლის ქ.#7 . საკონტაქტო ტელ: 599 26 14 14.

13:30 საათზე ბათუმში, ლეონიძის ქუჩზე მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი