ახალი ამბები

ლუბა ელიაშვილი: ‘მე–9 არხი საინფორმაციო არხი აღარ იქნება’

30 ნოემბერი, 2012 • • 1027
ლუბა ელიაშვილი: ‘მე–9 არხი საინფორმაციო არხი აღარ იქნება’

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

 

ეს განცხადება მე–9 არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა “პოლიტმეტრში” ნინო ჟიჟილაშვილთან სტუმრობისას გააკეთა.

 

ლუბა ელიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში მიმდინარე სიტუაციას ეცნობა: “უნდა გავერკვე, რა რესურსი გვაქვს, როგორ უნდა განვვითარდეთ და მერე უნდა გადავიდეთ საერთო მაუწყებელზე. მე ვიყავი საინფორმაციო მიმართულების მოადგილე. რაც შეეხება მეტერიალურ–ტექნიკურ ბაზას, ფინანსებს, სტრუქტურას, შტატებს, ეს არ ეხებოდა ჩემს კომპეტენციას.”

 

მე–9 არხის გენეარლურმა დირექტორმა კახა ბექაურმა ტელევიზია დღეს დატოვა. მის მოვალეობას ლუბა ელიაშვილი ასრულებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი