ახალი ამბები

კახი კალაძე: ‘ტარიფის შემცირების რესურსი განაწილბის კომპონენტშია’

29 ნოემბერი, 2012 • • 900
კახი კალაძე: ‘ტარიფის შემცირების რესურსი განაწილბის კომპონენტშია’

დახურული შეხვედრა ენერგოექსპერტებთან
დახურული შეხვედრა ენერგოექსპერტებთან

ეს კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მედიასთან სამინისტროში ენერგოექსპერტებთან გამართული დახურული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.  

 

კითხვაზე, სად ხედავს სამინისტრო გაიაფების რესურსს, მინისტრმა განაცხადა, რომ ტარიფის შემცირების რესურსი გამანაწილებელი კომპანიის კომპონენტშია. კალაძის თქმით, ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებთან, ასევე,მოლაპარაკებები გაიმართება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან.

 

“კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების პირასაა და სახელმწიფო ამ კომპანიის მიმართ სუბსიდირებას განახორციელებს, რომ ერთ კონტექსტში მოაქცევს ტარიფს ქვეყნის მასშტაბით” –განაცხადა კალაძემ. 

 

ენერგოექსპერტის შალვა ზარანდიას შეფასებით, ენერგოტარიფის რესურსი არის განაწილებაში: “ეს არის რესურსი 4 თეთრის ფარგლებში, რომელიც არსებობს განაწილების კომპონენტში, ისიც ეკონომიური გათვლების შედეგად.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი