ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის: სომხეთის გასაგები არჩევანი

7 მარტი, 2017 • 3642
ერევანი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის: სომხეთის გასაგები არჩევანი

2017 წლის 2 თებერვალს, როდესაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, სომხეთისთვის ეს ფაქტი სომხეთსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადახედვის საბაბი გახდა.

2017 წლის 27 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კომპლიმენტები გაცვალეს: სარგსიანმა ევროკავშირს “ერებს შორის ცივილური თანამშრომლობის მაგალითი” უწოდა, დონალდ ტუსკმა კი, განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი, პირველი საერთაშორისო დონორი და რეფორმების ძლიერი მხარდამჭერი იყო. მან ისიც თქვა, რომ ახალი შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა უკვე დაასრულეს მოლაპარაკებები და ხელს სავარაუდოდ, 2017 წლის მაისში მოაწერენ.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღეს სომხეთში არ არსებობს იმ რაოდენობის განხილვა და დებატი ამ საკითხზე, როგორც ეს წინა წლებში იყო.

2013 წელს, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინი გაჩნდა, სომხეთში აქტიური დებატები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია სომხეთს: ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის პროექტი. დღეს სომხეთში, როგორც უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყანაში მსგავსი დისკუსია აქტიური აღარ არის, რამდენადაც გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

თუმცა, მიუხედავად სომხეთის EAEU-ის წევრობისა, ქვეყანა არ გეგმავს ევროპულ კურსზე უარის თქმას. შესაბამისად, როგორ დააბალანსებს ურთიერთობებს სომხეთი, ერთი მხრივ, ევროკავშირთან და მეორე მხრივ, რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხად რჩება.

[blue_box]სომხეთის “Complementarism”-ის [დაბალანსების] პოლიტიკა[/blue_box]

რა თქმა უნდა, სომხეთი, მისი მეზობელი ქვეყნების მსგავსად ათეულობით წელია ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობების დელიკატურად დაბალანსებას ცდილობს.  ყველაფერს ისიც ემატება, რომ სომხეთში მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, ისევე როგორც სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობებში მოუგვარებელი პრობლემები არსებობს.

არსებულ ვითარებაში სომხეთის პოლიტიკური ელიტის პასუხი იყო ე.წ. კომპლემენტარიზმის – დაბალანსების [“Complementarism” – ტერმინი დაკავშირებულია 1998-2008 წლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვართან ოსკანიანთან] პოლიტიკა, რაც ნიშნავდა, ერთი მხრივ, რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს და მეორე მხრივ, კავშირების განვითარებას დასავლეთთან, განსაკუთრებით, ევროპულ ინსიტიტუტებთან. აღნიშნული პოლიტიკის გატარებაზე სომხეთის ელიტებს შორის კონსენსუსი არსებობდა – აუცილებელი იყო უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ამავე დროს, სომხეთს ჰქონოდა განვითარებისა და მოდერნიზაციის მოდელი, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს შეეძლო.

დღეს, ერთდროულად რუსეთთან ალიანსის იდეა და დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია, შესაძლოა, გარკვეულწილად არარეალურად ჩანდეს. მეორე მხრივ, არც ადრეული 2000-იანები უნდა დავივიწყოთ, როდესაც რუსეთმა თავად არჩია თანამშრომლობა დასავლეთთან, არსებული განსხვავებების მიუხედავად.

1999 წელს ევროკავშირმა და სომხეთმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რამაც სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კულტურა, თანამშრომლობას საფუძველი ჩაუყარა.

2001 წელს სომხეთი ევროპის საბჭოს წევრი გახდა. შემდეგი ნაბიჯი, რომელმაც სომხეთი ევროკავშირთან დასაახლოებლად მოხიბლა, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად 2004 წელს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში მისი ჩართვა იყო.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივით დაიწყო. სომხეთი ჩართული იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების  ჩათვლით (DCFTA).

მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა და 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე, სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეთანხმების ხელმოწერის პარალელურად, ევროკავშირი-სომხეთის შეთანხმების პარაფირება უნდა მომხდარიყო.

[blue_box]გარდამტეხი მომენტი: რატომ მიუერთდა სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს[/blue_box]

გარდამტეხი ცვლილებები მაშინ მოხდა, როდესაც 2013 წლის 3 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი შეუერთდება რუსეთის, ბეალურiსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს [მოგვიანებით ევრაზიის ეკონომიკური კავშირი] და რომ ეფექტური თანამშრომლობა DCFTA-სთან [The Deep and Comprehensive Free Trade Areas] და ევროკავშირთან შეუძლებელია. ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ბრიუსელისთვის, არამედ ბევრისთვის სომხეთშიც, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

თუმცა, დღეს, როდესაც მოვლენებს შორიდან ვუყურებთ, 2013 წლის სომხეთის არჩევანი ახლა უფრო გასაგები და პროგნოზირებადია. ადრე თუ გვიან სომხეთს მოუწევდა რთული არჩევანის გაკეთება ბრიუსელსა და მოსკოვს შორის. ამის მიუხედავად, ჯერაც არსებობს სომხეთში დებატები იმასთან დაკავშირებით, რომლისგან უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნებოდა სომხეთს, EAEU-სგან  თუ DCFTA-სგან.

2013 წლის 3 სექტემბრამდე სომხეთი მაღალჩინოსნებმა, პრემიერ მინისტრის, ტიგრან სარგსიანის ჩათვლით [დღეს ევრაზიული ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელია] ევრაზიის საბაჟო კავშირიდან სომხეთი გამოიყვანეს. 3 სექტემბრის შემდეგ იმავე პირებმა დაიწყეს საუბარი იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელიც სომხეთს  EAEU-სგან ექნებოდა. ამდენად, აღნიშნულ მოვლენებზე დამკვირვებლისთვის ცხადი იყო, რომ სომხეთის არჩევანი ევრაზიულ პროექტთან მიერთებაზე, პირველ რიგში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებით იყო გამოწვეული.

სომხეთის პოლიტიკა – თანაბარი ბალანსი იპოვოს დასავლეთსა და რუსეთს შორის, მიღწეული იყო სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ზოგადად, პოზიტიური განწყობა არსებობდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. პირველი ბზარები ამ საერთო სურათში საქართველოსა და უკრაინაში “ფერადი” რევოლუციების შემდეგ გაჩნდა.

იქამდე, სანამ არ არსებობდა ღია კონფრონტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის, სომხეთი როგორღაც ახერხებდა ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნებას. 2008 წლის ომი სომხეთისთვის შოკი აღმოჩნდა და ყველაფერი გააკეთა კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად. 2008 წელს ომის შემდეგ გარკვეული “გადატვირთვა” მოხდა, რომლის დროსაც სომხეთმა, თითქოს კიდევ ერთხელ შეძლო მოსკოვსა და ბრიუსელს შორის რთული არჩევანის თავიდან აცილება. სომხეთი ჩართული იყო EaP-ში და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს არ დაუმალავს, რომ ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ ყოფილა, სომხეთისთვის მაშინ ხელი არ შეუშლია.  როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის კრიზისმა გამწვავება დაიწყო, სომხეთი პირველი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელმაც ამ კრიზისის თანმდევი შედეგები იგრძნო: პირისპირ აღმოჩნდა ორ ინტეგრაციულ პროექტს შორის, სადაც არჩევანი დიდი არ ყოფილა, იმის გარდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული საინტეგრაციო პროექტი აერჩია.

ორ ათწლეულზე მეტია სომხეთის საგარეო პოლიტიკური არჩევანი მთიანი ყარაბაღის გადაუჭრელი კონფლიქტითა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხით იყო შეზღუდული. ამ კონფლიქტების არსებობამ სომხეთი უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობამდე მიიყვანა. დაბალ ფასებში რუსეთის მოწოდებული იარაღი, რუსეთის სამხრედრო ბაზა გიუმრში, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები, მნიშვნელოვანი ელემენტებია სომხეთის უსაფრთხოებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტების ფონზე ეს შეთანხმება აუცილებელი ზომაა და არა არჩევანი. მიუხედავად ამისა, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესს ჯერ კიდევ ძალიან მცირე შედეგები მოაქვს. ანალოგიურად, სომხეთის ხელისუფლებების შესაბამისი მცდელობები –   თურქეთთან ურთიერთოებები დაალაგოს, მათ შორის ე.წ. “საფეხბურთო დიპლომატია” , ჩასავარდნად განწირული აღმოჩნდა.

ადრეული 2000-იანების შემდეგ დღემდე რუსეთის გავლენა სომხეთის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე დიდია. რუსული კომპანიები აკონტროლებენ სომხეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიულ სექტორს, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროების ჩათვლით. სამხრეთ კავკასიის რკინიგზა (YUKZHD), რუსეთის რკინიგზის (RZHD) განშტოება, სომხეთის ყველა რკინიგზას აკონტროლებს. რუსეთს ეკუთვნის სომხეთის ელექტროქსელების გამანაწილებლები, რომელიც 2015 წლამდე რუსეთის სახელმწიფოს გიგანტ RAO UES-ს ეკუთვნოდა, 2015 წელს კი, სომეხი წარმოშობის რუს ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანს მიყიდეს. სომხეთის ელექტროგენერირების მოცულობების დიდი ნაწილი, ასევე, რუსეთის მიერ კონტროლდება და სამიდან ორი მობილური ოპერატორი რუსული კომპანიების შვილობილი კომპანიაა. რუსეთზე დამოკიდებულების სხვა ფორმა, რუსეთში მყოფი სომეხი სამუშაო მიგრანტები არიან. და ბოლოს, სომხეთში დიდია ასევე რუსული მედიის გავლენა. იმ დროს, როდესაც რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის გავლენებზე საუბარს არ ერიდება, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან ოპოზიცია მოსკოვის კრიტიკისგან თავს იკავებს. 

[blue_box]წასვლა “სომხურად”: სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს[/blue_box]

ყველაფრის მიუხედავად, შეცდომა იქნებოდა ის, რომ ევროკავშირმა სომხეთს რუსეთის სატელიტობა მიაწეროს. კარგად ცნობილი რადიო “ერევანი” ხუმრობს ხოლმე გამოთქმაზე “წახვიდე ინგლისურად”.  “რას ნიშნავს წახვიდე ინგლისურად? – როდესაც დამშვიდობების გარეშე მიდიხარ, და რას ნიშნავს წახვიდე სომხურად? – როდესაც ემშვიდობები, მაგრამ არ მიდიხარ.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ერევანი გამოემშვიდობა ევროპულ ინტეგრაციას, ამ დრომდე დიდი ენთუზიაზმით არ ტოვებს. 2015 წლის დეკემბერში სომხეთმა და ევროკავშირმა ახალ შეთანხმებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები და როგორც ცოტა ხნის სარგსიანისმა და ტუსკმა განაცხადეს, ეს მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

ამასთან, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, შეთანხმება იმაზე უფრო ლიმიტირებული იქნება, ვიდრე ის, რომელიც 2013 წელს უნდა ხელმოწერილიყო, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, როგორც პოლიტიკურს, ასევე, ეკონომიკურს.

მიუხედავად სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობისა, სომხეთის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის დიდ ნაწილს შორის სრული თანხმობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა სომხეთის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის შეუცვლელი მექანიზმია. მეორე მხრივ, ბრიუსელმა ერევანს დაანახა იმის ნიშნები, რომ მზადაა სომხეთის რთულ არჩევანს გაუგოს და გარკვეულ მოქნილობაშიც დაეხმაროს. თუმცა, სომხეთთან ურთიერთობების გასავითარებლად დღევანდელ პირობებში რესურსები ძალიან შეზღუდულია. სხვადასხვა წინააღმდეგობა არსებობს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების წინაშე. ბრექსიტმა, მემარჯვენეთა პოპულიზმის ზრდამ და სულ ახლახანს პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ ბრიუსელისთვის დიდი თავისტკივილი შექმნა. შესაბამისად, ზოგადად სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით კი სომხეთთან, დიდი ალბათობით, ევროკავშირის პრიორიტეტებიდან იმაზე მეტად განიდევნება, ვიდრე ეს აქამდე იყო. არსებულმა პრობლემებმა და დევნილებთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობას დიდი სიფრთხილით უყურებენ. ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს, როგორც ზოგადად ევროკავშირის მიდგომებზე, ასევე, ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიცაა ვიზების ლიბერალიზაიცია. თუმცა, მიუხედავად ყველა არსებული პრობლემისა, ევროკავშირი ჩვენს რეგიონში გავლენიან მოთამაშედ რჩება და ევროკავშირთან ურთიერთობები სომხეთის პრიორიტეტი მომავალშიც დარჩება.

სერჟ სარგსიანი; ფოტო: http://commonspace.eu/

სერჟ სარგსიანი; ფოტო: http://commonspace.eu/


 

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი