ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთთან დაკავშირებით კამპანიას 10 მარტიდან დაიწყებს

7 მარტი, 2017 • 1802
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთთან დაკავშირებით კამპანიას 10 მარტიდან დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი 10 მარტს გამართავს პრეზენტაციას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სახალხო განხილვების დაწყებასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება ეკა მიშველაძემ დღეს, 7 მარტს გააკეთა.

“10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება კამპანიის პრეზენტაცია, თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და გულისხმობს აღნიშნული პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ჩვენ საზოგადოებას, უფრო კონკრეტულად გავაცნობთ სამოქმედო გეგმას და კამპანიის მიზნებს. ზოგადად კი, პროექტი გულისხმობს კონსტიტუციასა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, და კონსტიტუციის შექმნის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დემოკრატიის მთავარ ღირებულებას – მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელში და ქვეყნის მართვაში, ხალხის ჩართულობის მეტ გარანტიებს. ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენ კი, ამ შეხედულებებს საჯაროს გავხდით და იმედი გვაქვს, ისინი იქნება მოსმენილი და გაზიარებული,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპკორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის  და საზოგადოების წარმომადგენლები

ამჟამად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფეის დონეზე მუშაობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. კომისიის მუშაობაზე ჩართვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

ცვლილებები შეიძება შეეხოს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი