ახალი ამბები

ომბუდსმენი: ზესტაფონის საკრებულომ გენდერული ნიშნით შესაძლო დისკრიმინაცია აღკვეთა

7 მარტი, 2017 • 1456
ომბუდსმენი: ზესტაფონის საკრებულომ გენდერული ნიშნით შესაძლო დისკრიმინაცია აღკვეთა

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია აღმოფხვრა.

ომბუდსმენის ცნობით, 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური დახმარების მიმღებად, მათ შორის, განსაზღვრულნი იყვნენ მარტოხელა დედები. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პროგრამიდან მარტოხელა მამების გამორიცხვა წარმოადგენდა დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა, საიდანაც 2017 წლის 2 მარტს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა.

“შესაბამისად, „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით“”, – აცხადებს სახახლსო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი