ახალი ამბები

HRW: რ2-ის საქმე საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას საქართველოში

7 მარტი, 2017 • 1730
HRW: რ2-ის საქმე საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას საქართველოში

ადამიანების უფლებების დაცვითმა ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW)-მა ტელეკომპანია “რუსთავი”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენებს საყურადღებოდ მიიჩენევენ და გამოთქვანე შეშფოთებას მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვაზე.

ორგანზიაციაში ამბობენ, რომ ყველაზე პოპულარული ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები, აჩენს შეშფოთების მიზეზებს ხელისუფლების შესაძლო ჩარევაზე, როგორც მედიაში ისე სასამართლოში.

“სახელისუფლებისთვის მისაღები ცვლილება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში და შესამჩნევად შეუზღუდავს საზოგადოებას ოპოზიციურ განწყობებზე წვდომას,” – ამბობს HRW-ის სამხრეთ კავკასიის დირექტორი გიორგი გოგია: “მთელი ეს პროცესი რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოითხოვს უფრო ღრმა განხილვას.”

ჰუმან რაით ვოჩში აცხადებენ, რომ შეშფოთებას რუსთავი 2-ში ხელისუფლების სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით უფრო ამძაფრებენ სხვა მოვლენებიც, რომლებიც ქართულ მედია გარემოში ვითარდება და რომლებმაც შეამცირეს კრიტიკული მედიის ადგილი.

“დემოკრატიული საზოგადოება დამოკიდებულია გარანტიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ შეეძლოს უკანონოდ დამოუკიდებელ სასამართლოსა თუ პლურალისტურ მედიაში ჩარევა. სანამ ევროპის ადამიანის უფლებთა სასამართლო გააჩენს შესაძლებლობას, მანამდე უნდა გაეცეს პასუხი ფართოგავრცელებულ შეშფოთებას მსგავს შეუსაბამო ჩარევასთან დაკავშირებით” – აცხადებენ ორგაანიზაციაში.

სპეციალურ განცხადებაში ორგანიზაცია ფართოდ მიმოიხილავს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმის დეტალებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს 8 მარტამდე რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულების შეჩერების მექანიზმი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი