“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ხვალ, 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის მასივისა და მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება შეეზღუდება:
[checklist]
- გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონებს
- გლდანის V – VIII მიკრორაიონებს
- სოფელ გლდანს
- გიორგი წმინდას დასახლებას
- ბერთუბნის დასახლებას
[/checklist]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ წყალმომარაგება აბონენტებს იმიტომ შეუწყდებათ, რომ გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები 7 მარტს დაიწყება დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით.
კომპანიის ცნობით, სამუშაოები ერთდროულად, წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში, ჩატარდება და აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები თბილისს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, აცხადებს კომპანია.