ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე: ევროსასამართლოში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე იყო საუბარი

6 მარტი, 2017 • 3567
მიხეილ ჯანელიძე: ევროსასამართლოში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე იყო საუბარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დღეს, 6 თებერვალს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმყოფებოდა – ამის შესახებ კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს,”- ასეთი იყო მიხეილ ჯანელიძის პასუხი კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი რუსთავი 2-ის საქმეს.

კითხვას, იყო თუ არა საუბარი რუსთავი 2-ზე, მინისტრმა კონკრეტულად არ უპასუხა:

“საუბარი იყო ყველა იმ რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და პროგრესს,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს 8 მარტამდე რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსულების შეჩერების მექანიზმი. უზენაესი სასამართლოს გადაწუბეტილებით, რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ეს ვადა გაგრძელდეს, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი