ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევა დაიწყეს

6 მარტი, 2017 • 3972
სოხუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევა დაიწყეს

სოხუმის ცენტრში, დღეს, 2017 წლის 6 მარტს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ნუსხაში არსებული ძეგლის, თურქული აბანოების ისტორიული შენობის ეკსკავატორით დანგრევა დაიწყეს. მშენებლებმა ისტორიული ობიექტის ნგრევის დროს წყლის მილი გაწყვიტეს და იძულებული გახდნენ ნგრევა დროებით შეეჩერებინათ.

როგორც რუსული გამოცემა სპუტნიკის აფხაზეთის სამსახური წერს, ნგრევის პროცესში ადგილზე გავიდნენ კულტურის სამინისტროს ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტები და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

მშენებლების ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტი ჯერ კიდევ სერგეი ბაღაბშის პრეზიდენტობის დროს ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან და შესაბამისად, ნგრევა კანონსაწინააღმდეგო არ არის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ობიექტი ამ ნუსხიდან ამოღებული არასოდეს ყოფილა და ის 2015 წლის 29 დეკემბერის განახლებულ სახელმწიფო რეესტრშიც ირიცხება.

გამოცემის ინფორმაციითვე, ამჟამად, კულტურის სამინისტრო ცდილობს შეაჩეროს თურქული აბანოების ისტორიული შენობის ნგრევა.

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

 

მასალების გადაბეჭდვის წესი