ახალი ამბები

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია შესაძლოა შეიზღუდოს

28 ნოემბერი, 2012 • 4846
სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია შესაძლოა შეიზღუდოს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტია. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში:

 

‘თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია 18 წლამდე ასაკის პირზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.’

 

რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით კი ‘ფართო მოხმარების საქონლის, ტანსაცმლის, სპორტული ინვენტარის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და კვების პროდუქტების რეალიზაციისას თამბაქოს ან/და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.’

 

კანონპროექტში  სექსუალური ხასიათის პროდუქციის განმარტება მოცემული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი