ახალი ამბები

ისრაელის ელჩის განმარტებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

6 მარტი, 2017 • 3060
ისრაელის ელჩის განმარტებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური ამბობს, რომ ისრაელელი მესაზღვრეების თაობაზე საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოთქმული პრეტენზიები შესწავლილი იქნება. ისრაელის ელჩმა ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “პანორამაში” გადაცდომის შესაძლო ფაქტები არ უარყო:

“თითოეულ კონკრეტულ საკითხში ჩართულები ვართ  როგორც საქართველოს საელჩო ისრაელში, ასევე ჩვენც აქ. ორივე საელჩო კავშირში ვართ, საგარეო საქმეთა სამინისტროებიც სახელმწიფოების დონეზე დღედაღამე ვმუშაობთ ამაზე, რომ ასეთი საკითხები რაც შეიძლება შევამციროთ. ისრაელში საქართველოს კონსული თითოეულ საჩივარს ადევენებს თვალყურს. შესაძლებელია, მე არ უარვყოფ, საზღვარზეც ვინმე შეცდა… ვინაიდან [ტურისტების] 100%-დან 80%  არალეგალურ საქმეებს აკეთებს, შესაძლოა 1 და 2% შეცდომა მოხდეს. ეს მსოფლიოში ყველა სახელწმიფო ხდება. თითოეული საკითხი შემოწმდება და განხილული იქნება საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. თუკი რაიმე გამოსასოწრებელია, ჩვენ ამას გამოვასწორებთ.  ორივე სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხს გაუადვილდეს [გადაადგილება], მაგრმა არიან ერთეულები, რომლებიც ამას იყენებენ და ეს ყველა სახელმწიფოში ხდება”, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც ისრაელში ტურისტებად მიდიოდნენ, იქ თავშესაფარს ითხოვდნენ, რაც ისრაელის კანონმდებლობით ავტომატურად განიჭებს 3 წლით მუშაობის უფლებას. ელჩის თქმით, სტატისტიკა ამ კუთხით განსკაუთრებით გაიზარდა 2016 წელს, თუმცა როგორც ცურმა “პანორამას” წამყვან გია აბაშიძესთან ინტერვიუში განაცხადა, ცოტა ხნის წინ პრევენციის მიზნით ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოქალაქეები “რეალური საფრთხის” გარეშე თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ.

“ყველასთვის ცნობილია, რომ 2014 წლის მარტში ხელი მოვაწერეთ უვიზო რეჟიმს ისრაელსა და საქართველოს შორის. ამ დღიდან ორ ქვეყანას შორის ტურისტთა გადაადგილება გაიზარდა. 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში დაახლოებით 70 000 ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო 2016 წელს – 100 000, საქართველოდან 2016 წელს დაახლოებით 13 188 ტურისტი ჩავიდა ისრაელში.

რაც შეეხება პრობლემებს, ისინი ნამდვილად არსებობს. არსებობს ტურისტი, რომელიც მოგზაურობს, ჩადის, ჩამოდის და მას შეუძლია 3 თვე დარჩეს ისრაელის სახელმწიფოში. მე მსურს საქართველოს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ისრაელის მონახულება არ ნიშნვას იმას, რომ იქ მუშაობის  ან თავშესაფრის მოთხოვნის უფლრბა გექნება. აქ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა 2016 წელს, მაგრამ როდესაც სტატისტიკას გადავხედეთ, ძალიან გაზრდილია საქართველოდან წასული იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც იქ თავშესაფარი აღმოიჩინეს, არალეგალურად აღმოჩნდნენ. ეს რიცხვი ძალიან გაიზარდა”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა და განაცხადა, რომ ისინი იწყებენ საინფორმაციო კამპანიას იმისათვის, რომ ადამაინებს აუხსნან ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესები და უფლებები.

“ისრაელის სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს ტურისტების მოსაზიდად, ტურიზმი ყველასთვის კარგია, მაგრამ კანონის ზემოთ არავინდ დგას: არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არავინ. კანონი ყველასთავის კანონია ასევე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქისთვისაც. როდესაც [ადამიანი] ტურისტად ჩამოდის, მას არ შეუძლია, რომ იქ დარჩეს და არალეგალურად იმუშაოს. მას არ შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი”.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება, რადგან ისრაელი და საქართველო მეგობრები არიან. მისივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილიდან ქვეყნებს შორის ფრენების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება ყოველთვიურად.

 

“იმ პირების უკან დაბურნება, რომლებიც საზღვარზე არალეგალურად დააშვებენ [რაღაცას], პრობლემა იქნება. ორ სახელწმიფოს შორის  ტურისტული ნაკადები იმდენად გადაიტვირთა… ისრაელიდან ტურისტები  ისე მოედინებიან როგორც წაყლი. ანუ ის ადამიანები ვინც დააშავებნ, უკან დასაბრუნებლად თუ 1 და 2 დღე იცდიდნენ, [ისრაელში] ახლა შესაძლებელია 2, 3 კვირა და ერთი თვეც დასჭირდეთ, ვიანიდან ადგილები აღარ იქნება თვითმფრინავში”, – თქვა ისრაელის ელჩმა.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ 24 თებერვალს განაცხადა, რომ რადგანაც საქართველოს მოქალაქეების ისრაელში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით, მისი  ინიციატივაა, რომ დროებით, 100 დღით, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, რათა ორივე მხარის მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, უნდა მოხდეს ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

მანამდე, 7 თებერვალს საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისრაელის მესაზღვრეები დაადანაშაულეს არასათანადო მოპყრობაში. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებდნენ ისრაელის საზღვარზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს 10 თებერვალს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

 

ისრაელში უვიზოდ მოგზაურობის წესებს, შეგიძლია გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი