ახალი ამბები

NGO-ები სტრასბურგის სასამართლოს – შეჩერების მექანიზმი არსებით განხილვამდე გამოიყენეთ

5 მარტი, 2017 • 2331
NGO-ები სტრასბურგის სასამართლოს –  შეჩერების მექანიზმი არსებით განხილვამდე გამოიყენეთ

ოცდახუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არააერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (არსებითი განხილვის დასრულებამდე), გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

“ჩვენ გვინდა სასამართლოს ყურადღება გავამახვილოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ტელეკომპანია ახლანდელი მფლობელის საკუთრებაში დარჩეს, რადგან არხის სარედაქციო პოლიტიკა ძლიერ არის დამოკიდებული ამაზე. სამართლებრივ დავაზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაირღვა. ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფასებთ და პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე წარმოდგენილი იყო როგორც ორ კერძო პირს შორის ქონებრივი დავა, პროცესებმა დატოვეს ცხადი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მთავრ ოპოზიციურ მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, რაც საბოლოოდ საქართველოში მედია პლურალიზმსა და დემოკრატიას დააზარალებს”,- ნათქვამია განცხადებაში

2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ 3 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნები
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რსაქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საზოგადოება და ბანკები
გაერთიანება საფარი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი
მოძრაობა თანასწორობისთვის
სტრატეგიული კვლევების რეგიონალური ცენტრი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
სამოქალაქო განათლების ფონდი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
მედიაკლუბი;
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
გაეროს ასოციაცია საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი