ახალი ამბები

შსს-მ შესაძლო ნარკოდანაშაულის გამო მოქალაქის საცხოვრებელი გაჩხრიკა [ვიდეო]

5 მარტი, 2017 • 1463
შსს-მ შესაძლო ნარკოდანაშაულის გამო მოქალაქის საცხოვრებელი გაჩხრიკა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დღეს, 5 მარტს შუადღისას ერთ-ერთი მოქალაქის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

პირი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა “პარტიზანი მებაღის” ნატა ფერაძის მეზობელი აღმოჩნდა, სწორედ ნატ ფერაძემ გაავრცელა ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია და თავად პროცესიც “facebook live”-ის მეშვეობით გაავრცელა.

ნატა ფერაძე აცხადებს, რომ პოლიციელებს, რომლებიც სახლს ჩხრედნენ ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ.  ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, მისივე თქმით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციელებმა ორი რამ წაიღეს, რაზეც თავად ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ერთი ძაღლის საჭმელია ხოლო, მეორე დინდგელი.

შსს-ში აცხადებენ, რომ პირი რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულია, მასვე ჩხრეკისას აღმოაჩნდა სავარუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც უწყების ცნობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებული პირი საცხოვრებელი გაიჩხრიკა:

“სადაც ასევე ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. დანიშნულია ექსპერტიზა”- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება 260-ე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


მასალების გადაბეჭდვის წესი