აუდიტორია #115 “პალიტრა მედიის” წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში ჩივის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115-ის” განცხადება “კვირის პალიტრისა” და ambebi.ge-ს ჟურნალისტის, გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ. “აუდიტორია 115” მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის გაყალბება) პრინციპები.

“სადავო სტატია გაზეთმა “კვირის პალიტრამ” 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115” “ბიბლუსის” წინააღმდეგ“. განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება მაღაზია “ბიბლუსიდან” თანამშრომლების გათავისუფლების გამო “აუდიტორია 115-ის” პროტესტს.

განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული მედისაშუალებები “შედიან „პალიტრა ჰოლდინგის“ შემადგენლობაში. ამავე ჰოლდინგის წევრია „ბიბლუსიც“. შესაბამისად, აუდიტორია 115- ის მიერ „ბიბლუსში“ მიმდინარე პროცესებზე პროტესტის გამოთქმას, პასუხად მოჰყვა ჰოლდინგში შემავალი რიგი გაზეთებისა და ინტერნეტ სააგენტოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა.” – აცხადებენ ქარტიაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი