ახალი ამბები

სააკაშვილი: ვსვამ რუსთავი ორელების და საქარველოს სადღეგრძელოს

4 მარტი, 2017 • 36478
სააკაშვილი: ვსვამ რუსთავი ორელების და საქარველოს სადღეგრძელოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღრულების შეჩერებას ეხმიანება:

“სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო. საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს! ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!”- წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი