ახალი ამბები

ევროპელი ლიბერალ-დემოკრატები რ2-ის საქმის გამო უაღრესად შეშფოთებულები არიან

3 მარტი, 2017 • 1995
ევროპელი ლიბერალ-დემოკრატები რ2-ის საქმის გამო უაღრესად შეშფოთებულები არიან

ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი [ALDE] უაღრესად შეშფოთებულები არიან რუსთავი ორის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედგების გამო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსთავი 2 საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა და ერთადერთი დიდი მედიასაშუალებაა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

ისინი აცხადებენ, რომ სასამართლო დავაში გამარჯვებული მხარე საქართველოს ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირია.

“დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია ერთი პერსონის მიერ პოლიტიკური, ეკონომიკური და ახლა უკვე მედია ჰეგემონიის გამო. ეს პერსონა აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას, ეკონომიკას და ახლა საზოგადოებრივ აზრსაც. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფალ პრესას კარებს უკეტევას. არ არსებობს დემოკრატია  თავისუფალი საზოგადოებრივი აზრის გარეშე და არჩევნები უბრალოდ თეტრის სცენად იქცევა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ხავიერ ნარტმა, ALDE ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.

ALDE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისაკენ.  საპარლამენტო ჯგუფის განცხადებით, საქართველო უნდა დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი