ახალი ამბები

ქართული მედიის თავისუფლება ციფრებში 2002-2016 წლებში – Freedom House [ინფოგრაფიკა]

3 მარტი, 2017 • 9660
ქართული მედიის თავისუფლება  ციფრებში 2002-2016 წლებში – Freedom House [ინფოგრაფიკა]

Freedom House-ის მიხედვით ბოლო წლებში საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი უარესდება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემო მედიასთან მიმართებაში, რომელიც 2016 წლის ანგარიშით 2 ქული უარესი იყო 2002 წელთან შედარებით.

Freedom House-ის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშები ამა თუ იმ ქვეყანაში წინა წლის მედიის მდგომარეობას ასახავს.

ბოლო ანგარიშით, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ 2016 გამოაქვეყნა და 2015 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 1 ქულით გაუარესდა.

ამ ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ამბადაა მოყვანილი რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში.

“სამართლებრივმა დავამ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით, რომელიც მთავარი ოპოზიციური არხია, გაზარდა შფოთვები მედიასაშუალებებზე პოლტიკური გავლენის და მედიასთან დაკავშირებული საქმეებზე სამართლებრივი მიკერძოებულობის შესახებ”, – ნათქვამია 2016 წლის ანგარიშში.

როგორ აისახება ამჟამად რუსთავი 2-თან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები ფრიდომ ჰაუსის 2017-18 წლების ანგარიშში ვნახავთ, თუმცა მანამდე ორგანიზაციამ უკვე გამოხატა შეშფოთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.

ახალ ანგარიშამდე კი თვალი გადავავლოთ ორგანიზაციის შეფასებას საქართველოზე 2002- -2016 წლებში.

დინამიკა გვაჩვანებს, რომ თუკი 2009 წლიდან საქართველოში მედიის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი უარესდება.
[კონკრეტული წლის ქულის სანახავად მიიტანეთ მაუსი წერტილებთან ]

Press Freedom, Georgia, 2002-2016

მასალების გადაბეჭდვის წესი