ახალი ამბები

პრეზიდენტის პოზიცია რ2-ის საქმეზე

3 მარტი, 2017 • 4358
პრეზიდენტის პოზიცია რ2-ის საქმეზე

“თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო: საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას შესაბამისი სასამართლოების გადაწყვეტილებებამდე:

“ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაში ჩვენ ბუნებრივია  როგორც ქვეყანამ, რომელიც თავის სახელმწიფოებრიობას ავითარებს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართლებით, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა მაღალ ინსტნაციას განსაკუთრებით ევროპულს, დააფიქსირონ თავისი შეხედულება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა, პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად:

“2015 წლის 22 ოქტომბერს მაშნდელი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე დავდექით. მე მაშინვე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება იმისათვის, რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან მოლაპარაკებების რეჟმში გადამომეყვანა. მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულბა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზებას ახორციელებდა. არ ვეხები რა, კერძო მესკაუთრეების ირგვლივ დავას, მინდა საზოგადოებას ნათლად ვუთხრა, რომ რ2 არ არის უბრალოდ ბიზნესი ისევე როგორც ნებსიმიერი მედია. ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და გასნხვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოაგდოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობაც ამ პროცესს, როგორც არა უბრალო სამართლებრივ დავას, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს:

“არაერთხელ მითქვამას, რომ ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რ2-ის თემა წამოწეული იყო და მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებთან დაკავშირბეით როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა ასევე გამეკეთებინა კომენტარები. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად რ2-ის პროცესს  არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედვას, [ხედავს] პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და პლურალისტურ გარემოზე. იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებმა, როდესაც გამოხატა მხარდაჭერა ამ არხის დამოუკდიებლობის მიმართ.

მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა იმედის დარბევა , რაც უაღრესად დამაზიანებელი იყო ჩვენი დემოკრატიისათვის, ფაქტობრივად, იმ წამსევე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება-მეთქი. აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო დანაშუალებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისაგან თავის შეკავებისაკენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რ2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი