ახალი ამბები

რას წერს უცხოური მედია “რუსთავი 2”-ის შესახებ

3 მარტი, 2017 • 2190
რას წერს უცხოური მედია “რუსთავი 2”-ის შესახებ

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა უცხოური მედიაც ეხმაურება. გადაწყვეტილების შესახებ ახალი ამბავი გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემა BBC-ში. მასზე წერს რიოტერი, ამერიკის ხმა (VOA), დეილი მეილი და დეილი პროგრესი.

მედიასაშუალებები მკითხველს განვითარებული მოვლენების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და ტელეკომპანიის მფლობელის ცვლილებებზე სხვადასხვა მხარის პოზიციას წარმოადგენენ:

“უზენაეს სასამართლოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საწინააღმდეგო განაჩენი გამოქვს” – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა “რუსთავაი 2”-ის შესახებ ახალი ამბავი როიტერში. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში ასობით მხარდამჭერი გამოვიდა.

“სახელმწიფო პირებმა დაადანაშაულეს პოპულარული ტელევიზია მიკერძოებულობაში, მაშინ როდესაც ხალვაშის, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერია, მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ის გააჩუმებს ხელისუფლების ყველაზე ძლიერ მაკრიტიკებელ ხმას.” – წერს როიტერი.

როიტერის სტატიაში ასევე ვკითხულობთ ამერიკის საელჩოსა და ეუთოს წარმომადგენლის მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩის განცხადებებს.

უზენაესი სასამართლოსთან გამართულ აქციასა და მის გადაწყვეტილებაზე წერს BBC-იც. ნიუსში საუბარია იმ კრიტიკაზეც, რომელიც სასამართლომ ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია.

ამერიკის ხმა კი საკუთარ მასალაში “როიტერს” ეყრდნობა და ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებამ საზოგდოებაში შეშფოთება გამოიწვია.

2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი