ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ყურადღებით შევისწავლით რ2-ზე სასამართლოს გადაწყვეტილებას

3 მარტი, 2017 • 2370
ევროკავშირის წარმომადგენლობა: ყურადღებით შევისწავლით რ2-ზე სასამართლოს გადაწყვეტილებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2–ის საქმეზე მიღებულ გადაწყეტილებას განცხადებით ეხმაურება.

“ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.

უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი