ახალი ამბები

ევროპარლამენტარი რ2-ზე გადაწყვეტილებას შემაშფოთებელსა და სამწუხაროს უწოდებს

3 მარტი, 2017 • 2443
ევროპარლამენტარი რ2-ზე გადაწყვეტილებას შემაშფოთებელსა და სამწუხაროს უწოდებს

ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან გუნარ ჰოკმარკი რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწტვეტილების გამო სინანულს და შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება ჰოკმარკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჰოკმარკი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს, ხოლო ქიბარ ხალვაშს “მასთან დაახლოებულ პირს”.

“გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მიიღო არის სამწუხარო და სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს მედიაპლურალიზმს, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მედია-გამჭვირვალობას საქართველოში. რუსთავი 2 უნდა დარჩეს დამოუკიდებელი და მე მოვუწოდებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ შეისწავლოს საქმის მიმდინარეობა და ბრლადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ”, – აცხადებს ჰოკმარკი.

უზენაესმა სასამართლომ რ2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი