ახალი ამბები

სარიუშ-ვოლსკი: მთავრობამ რ2-ის მიტაცების წინ დაიცადა, როდის მიანიჭებდა მიამიტი EU უვიზოს

3 მარტი, 2017 • 5003
სარიუშ-ვოლსკი: მთავრობამ რ2-ის მიტაცების წინ დაიცადა, როდის მიანიჭებდა მიამიტი EU უვიზოს

“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წასართმევად დაიცადა მანამ, სანამ ის მიამიტი ევროკავშირისაგან უვიზო მიმოსვლას მიიღებდა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს ტვიტერზე.

სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ რუსთავი 2 საქართველოში ბოლო დამოუკიდებელი ტელევიზიაა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა 2 მარტს დაიწყო და დღესვე გამოქვეყნდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი