ახალი ამბები

კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე: სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო

3 მარტი, 2017 • 1704
კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე: სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო

სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარებ პარლამენტში ბრიფინგის გამართვის შემდეგ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათთვის მედიაპლურალიზმი მნიშვნელოვანია.

დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

“სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ, კიდევ ერთხელ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარი არის შემდეგი: ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი “ქართული ოცნების” გუნდის მიღწევაა:

“მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ და ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. ანუ მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც ჩვენ გუნდს მიეწერება, პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით განსაკუთრებულად. შესაბამისად, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია, ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს,”- განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი