ახალი ამბები

ფოტორეპორტიორთა საქმეზე გლდანის ციხეში გადაღებული ვიდეომასალა პროკურატურას გადაეცემა

26 ნოემბერი, 2012 • • 1544
ფოტორეპორტიორთა საქმეზე გლდანის ციხეში გადაღებული ვიდეომასალა პროკურატურას გადაეცემა

“კვირის ქრონიკა” წერს, რომ სკანდალური ვიდეოჩანაწერი 2011 წლის 21 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლების წინა დღეს, დაახლოებით ღამის 1 საათზე, გლდანის მე–8 საპყრობილეში სათვალთავლო კამერითაა ჩაწერილი. გაზეთი წერს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გიორგი აბდალაძემ მოიპოვა. ვიდეომასალას დღეს, 26 ნოემბერს გადასცემენ პროკურატურასა და შსს–ს.

 

“კვირის ქრონიკა” წერს, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს კუდ–ის 2 თანამშრომელი, რომლებიც ჯერ გიორგი აბდალაძეს, შემდეგ კი ზურაბ ქურციკიძეს აიძულებენ უარი თქვან ადვოკატის მომსახურებაზე და დაუკავშირდნენ მათ მიერ შერჩეულ ადვოკატს მირდატ ქამადაძეს და ვინმე კახას. 

 

“ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ფოტორეპორტიორებს საკუთარი ნების წინააღმდეგ უარი ათქმევინეს მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებზე და დაუნიშნეს ის “ადვოკატები”, რომლებიც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე მუშაობდნენ”, – წერს “კვირის ქრონიკა”.

 

გიორგი აბდალაძე გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დამატებით კიდევ არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კიდევ არაერთი საქმეა  უსაფუძვლო ბრალდებით “შეკერილი”, მათ შორის “ენვერის” საქმე. 

 

“ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა მანქანა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდნენ შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,” – აცხადებს გიორგი აბდალაძე.

 

ფოტოგრაფების სოლიდაორბის აქცია პრეზიდენტის სასახლესტან, ივლისი, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ფოტოგრაფების სოლიდაორბის აქცია პრეზიდენტის სასახლესტან, ივლისი, 2011/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი