ახალი ამბები

აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს

2 მარტი, 2017 • 6457
აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.

ეს ინიციატივა ევროპარლამენტის დეპუტატებს ეკუთვნით. მათი განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით, რადგან შტატებმა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლა აუკრძალა. შეზღუდვა პოლონეთის, ხორვატიის, კვიპროსის, უნგრეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებს ეხებათ.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ამის საპასუხოდ, გაერთიანებამ აშშ-ს დროებითი სანქცია უნდა დაუწესოს. ამ მოთხოვნით  ევროკომისიას უკვე მიმართეს.

კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა არ დაადასტურეს, რომ სასწრაფო ზომებს მიიღებენ. პარლამენტი კი მათგან ზომების მიღებას უახლოესი ორი თვის განმავლობაში მოითხოვს.

როგორც  ამერიკული მედია იუწყება, როიტერის კითხვების საპასუხოდ, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშს ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი