გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გამოავლინეს უკანონო თევზჭერის ფაქტი. კერძოდ, უწყების ცონობით, მოქალაქე ელექტროშიკით თევზაობდა.
“თბილისში, 31 ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა. სამართალდამღვევს ჩამოერთვა ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი და ჩოგანბადე. დაილუქა ხრამულის სახეობის თევზი,”- აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.