ახალი ამბები

ბათუმის და ლაზეთის ეპარქია: თავი შეიკავეთ სხვადასხვა ვერსიების გავრცელებისაგან

1 მარტი, 2017 • 3048
ბათუმის და ლაზეთის ეპარქია:  თავი შეიკავეთ სხვადასხვა ვერსიების გავრცელებისაგან

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისათვის.

ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს.

მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიების გავრცელებისაგან“ – ვკითხულობთ ეპარქიის განცხადებაში.

დღეს  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეში“ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი