ახალი ამბები

ანონსი – 2 მარტი

1 მარტი, 2017 • 2512
ანონსი – 2 მარტი

წარმოგიდგენთ 2 მარტს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”  2005–2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ პრეზენტაცია – დისკუსიას გამართავს. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა 58 ფაქტორი, რაც რესპოდენტების აზრით ხელს უშლიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას 2005 წლიდან დღემდე. ადგილი: თბილისი, სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”.

10:00–დან 18:00 საათამდე, მცხეთაში, ზონირების პროგრამის ფარგლებში, კომპანია “მცხეთის წყალი” საბალანსო მრიცხველებს დაამონტაჟებს. შესაბამისად, 8 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება: სამხედროს, ნარეკვავის, მირიან მეფის, კალოუბნის, გედევანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; კირპიჩის და რკინიგზის სადგურის დასახლებებს. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას “მცხეთის წყალი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. კომპანიის ცხელი ხაზი: 2 93 11 11 და ფეისბუქი.

11:00 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა გაიმართბა. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

12:30 საათიდან, უზენაეს სასამართლოსთან “რუსთავი 2″–ის მხარდამჭერი აქციები გაიმართება, რომლსაც ტელეკომპანია უწყვეტი ეთერით გადასცემს. ნიკა გვარამიას თქმით, აქციები გაგარძელდება, ვიდრე სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

13:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში თბილისი-მინსკის თემაზე ვიდეოხიდი: “ქართულ-ბელარუსული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები” გაიმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მინსკში ვიზიტს ეძღვნება.

14:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მე-9 სართულზე, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ტურიზმის ზრდის მაჩვენებლები. მისამართი: ჭოველიძის N10ა.

16:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი