მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა.

ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ იმის შესახებაც განაცხადა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება არ არის დაცული.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

თბილისში გადასვლამდე დეკანოზი გიორგი მამალაძე ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დეკანოზის დაკავების შემდეგ მიტროპოლიტი დიმიტრი  დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა.

გუშინ, 28 თებერვალს მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ “თუ ვინმეს პირველს უნდა გამოეხატა თანადგომა მამა გიორგის მიმართ, ეს უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი