ახალი ამბები

სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ

28 თებერვალი, 2017 • 2575
სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ციანიდის საქმეზე ისიც დააკავონ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“საინფორმციო წყაროებიდან, რასაც მე თვალყურს ვადევნებ, არის იმის მცდელობა, რომ მე დამაკავშირონ, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი.

არ გამოვრიცხავ [რომ დამაკავონ]. საქმე ძიებაშია და გუშინაც რომ გადავხედე საინფორმაციო საშუალებებს, იქაც იყო ნათქვამი, როცა გამოძიება მიმდიანრეობს, არ გამოვრიცხავთ კიდევ ვიღაც-ვიღაცეების დაკავებასო.

მამა გიორგი ჩემი მეგობარია. წლებია ვიცნობ. ის ჩამოდიოდა პატრიარქის მოსანახულებლად. მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ოხანაშვილმა და აბსურდი უწოდა ბრალდებას იმის შესახებ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძეს შეიძლება ვინმეს მოკვლა დაეგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი