ახალი ამბები

კუდ-ის ოთხი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

22 ნოემბერი, 2012 • • 1204
კუდ-ის ოთხი მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ისინი გლდანის მე– 8 საპყრობილეს სავარაუდოდ დღეს, ღამის 12 საათამდე დატოვებენ. 6 ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

 

წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახიძეს 10 000– ლარიანი გირაო დაეკისრა, გიორგი ყავლაშვილს – 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს– 3 000 ლარი და ავთანდილ სოლომნიშვილს – 5 000 ლარი.

 

18 წლის ყოფილ მაღალჩიონოსანის, ვასილ ჯამალაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჯამალაშვილს გირაოს სახით 2 000 ლარის ნაცვლად 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლევან ქარდავას, ზაალ მაისურაძის, ელმანოზ ებანოიძის, ალექსანდრე ბოცვაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილისა და ბექა კვარაცხელიას სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

 

კუდ-ის 10 მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას შანტაჟისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, ასევე უკანონო მოსმენებისათვის 15 ნოემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი