ახალი ამბები

სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურემ მძიმე თვითდაზიანება მიიყენა

28 თებერვალი, 2017 • 5953
სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურემ მძიმე თვითდაზიანება მიიყენა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე დაზინაება მიიყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრომ საკუთარი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

“შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკითხის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარს სამხედრო პოლიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მხულით იძიებს, რაც თვითმკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი