ახალი ამბები

ისრაელი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ცვლის

28 თებერვალი, 2017 • 4621
ისრაელი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ცვლის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები, თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი, არ დაკმაყოფილდება.

ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.

სამინისტროს ცნობით, შეიცვლება თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურა. კერძოდ:

  • თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში);
  • საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს, აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.

ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი