ახალი ამბებისაზოგადოება

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

28 თებერვალი, 2017 • 3223
უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

დღეს. 28 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაყიდა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.’’ საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულა ნივთმტკიცების სახით, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი