ახალი ამბები

ივნისიდან ბეირუთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები იწყება

27 თებერვალი, 2017 • 4294
ივნისიდან ბეირუთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები იწყება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ლიბანის მიმართულებით, თბილისი-ბეირუთი-თბილისის მიმართულებით, ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს” ახალ მიმართულებაზე  ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიანიჭა.

ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს “Georgian Airways” 13 და 17 აპრილს ორი ჩარტერული რეისით დაიწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

[checklist]

  • 27 ივნისიდან – 13 სექტემბერის ჩათვლით: კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს
  • 29 ივლისიდან – 3 სექტემბრამდე შუალედში: კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს

[/checklist]

ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. რაც შეეხება ბილეთს, ის აეროპორტის სალაროში არ გაიყიდება. ბილეთები ძირითადად ტურისტული კომპანიისთვისაა გათვლილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მოქალაქეს ექნება ბილეთის შეძენის სურვილი, მის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი