ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ზურაბ აბაშიძის ინტერვიუს განცხადებით გამოეხმაურა

27 თებერვალი, 2017 • 3163
აფხაზური მხარე ზურაბ აბაშიძის ინტერვიუს განცხადებით გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 2017 წლის 27 თებერვალს, ზურაბ აბაშიძის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუს გამოეხმაურა.
ტელეკომპანია  «Starvision- თან ინტერვიუში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უარყოფს.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ზურაბ აბაშიძემ “წინასწარმეტყველის მანტიის მორგება სცადა”.

“რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აფხაზეთის მოსახლეობისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და დროა, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობელმა გაიგოს, რომ აფხაზეთის აღიარება არ გადაიხედება.

აღიარების ნაცვლად, საქართველო არ იმჩნევს მომხდარ ცვლილებებს და აგრძელებს იმ არაკონსტრუქციულ კურსს, რომელიც  არაღიარებისა და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენაა მიმართული . კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს ილუზიები და ფხიზლად შეხედოს არსებულ რეალობას”.

 

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; 2017

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა; 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი