ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა არ ხდება

21 ნოემბერი, 2012 • 905
ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა არ ხდება

“მე ჩემი პირობა არ შემიცვლია, მე სამსახურიდან არ დამითხოვია არც ერთი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების ნაწილმა დატოვა საკუთარი სურვილით თანამდებობები. ჩვენ ვაფასებთ ადამიანებს მათი გამოცდილების მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაში არიან დაკავებულ თანამდებობებთან. არ დაგიმალავთ, რომ მოხდა გარკვეული კადრების გადახედვა, ბევრის დაქვეითება და შესაძლოა ამ ფონზე მოხდა მათი სურვილისამებრ სამსახურიდან წასვლა, მაგრამ ის, რომ თითქოს მე ჩემი ინსტრუქციის თანახმად ვუშვებ სამსახურიდან თანამშრომლებს უსამართლოდ, არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “მე–9 არხის” ეთერში.

 

მინისტრის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება და ეს პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი